კორპორატიული ხარისხის პოლიტიკა

კორპორატიული ხარისხის პოლიტიკა

კომპანიის მისია და ხედვა:

მოსახლეობისთვის მეცნიერულად დასაბუთებული, ეფექტური, მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება, რომელიც დაინტერესებული მხარეების მოლოდინს ყოველთვის აჭარბებს.

ევროპული სტანდარტების შესაბამისი პეროსანლიზირებული მედიცინის და გენეტიკური ტესიტრების მეთოდების დანერგვა და გამაჯანსაღებელი პროცედურების მართვა კომპეტენტური, პროფესიონალი პრაქტიკოსებით.

ჩვენი პოლიტიკა ხარისხთან მიმართებაში არის შემდეგი:

დავიმკვიდროთ სადემონსტრაციო ადგილი კავკასიაში მაღალხარისხიანი, სანდო და ინოვაციური სამედიცინო მიდგომების პრაქტიკულად განხორციელების საკითხებში.

გავაუმჯობესოთ კორპორატიული იმიჯი: ხარისხის მართვის სისტემის ეფექტიანობის, ხარისხის უზრუნველყოფის სტრატეგიის და მიზნების სწორი დაგეგმვის, პაციენტსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებზე ორიენტირების, მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების ეფექტურობის ამაღლებით.

სამედიცინო მომსახურების სფეროში ორგანიზაციის მიერ დადგენილი ხარისხის მიზნებია:

  • საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულება, პერსონალიზირებული ცენტრის მართვის ეროვნული და საერთაშორისო გაიდლაინების და ხარისხის სტანდარტების/პროტოკოლების დანერგვა;
  • მომსახურებაზე ორიენტირებული ეფექტური მიდგომებით პაციენტის/დაინტერესებული მხარის საჭიროებების გამოვლენის და კმაყოფილების შეფასების მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესება, კლიენტების რაოდენობის მუდმივი ზრდა;
  • ტექნიკური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი და მუდმივი გაუმჯობესება, რაც სამედიცინო მომსახურების რეგულარული ანალიზით შედეგების გაუმჯობესების საშუალებას იძლევა;
  • სამედიცინო პროცედურების ხარისხის და პროცედურების მუდმივი გაუმჯობესება;
  • ცენტრის პერსონალისათვის მომზადება-გადამზადების უწყვეტი სისტემის დანერგვა. თანამშრომელთა მხრიდან ინოვაციების მუდმივი მოტივაცია.
SUBSCRIBE TO OUR NEWSLETTER AND STAY UPDATED ON THE LATEST NEWS AND SPECIAL OFFERS!
Thank you for subscribing.